ანა საფრონჩიკი / Anna Safroncik

ანა საფრონჩიკი / Anna Safroncik
ანა 1981 წელს დაიბადა კიევში. ნაციონალური ოპერისა და ბალეტის ვარსკვლავების ოჯახში. გოგონამ ბავშვობა, როგორც იტყვიან, კულისებში გაატარა. მსახიობის რანგში მან დებიუტი 4 წლის ასაკში გაიარა პუშკინის ერთ-ერთ ნაწარმოებში შესრულებული როლით. პატარა ანას თეატრისადმი სიყვარული თანდათან გაუმძაფრდა და 7 წლის ასაკში, კიევის ხელოვნების აკადემიაში შეიყვანეს, სადაც სწავლობდა: მუსიკას, სიმღერას, ცეკვასა და გამომსახველობით ხელოვნებას. როცა 12 წლის შესრულდა, დედასთან ერთად იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად. 1998 წელს „მის იტალიაზე“ მიღებულ კონკურსში, იგი „მის ტოსკანა“ გახდა. 
2000 წელს ანა რეჟისორ ფაბრიციო მარიო კორტეზეს ფილმში „მოგესალმები ალბანეთო“ გამოჩნდა, რაც მისი დებიუტი გახლდათ. შემდეგში, მსახიობი პატარ-პატარა როლებით გვევლინება ისეთ ცნობილ და წარმატებულ სერიალებში, როგორიცაა: „კარაბინერები“, „დონ მატეო“, „დასავლეთის ქარი“ და სხვა. მისი თეატრისადმი ინტერესი არ ნელდება და იგი კლეოპატრას როლით გვევლინება იგივე სახელწოდების მუზიკლში. აქ ანას ყურადღება მიაქცია ისეთმა ცნობილმა მოდების სახლებმა, როგორიცაა: „კოტონ კლუბი“, „ტესტა ნერა“ და „დიბი გენტერი“, ხოლო, საპნის ოპერაში შესრულებულმა ანა ბალდის როლმა, მას სახელი და დიდება მოუტანა. 2008 წელს ის თამაშობს სერიალში „ელიზას გოგონა“. 2009 წელს უბრუნდება დიდ ეკრანს ფილმებით: „La bella società" და "La Matassa". იმავე წელს ითამაშა სერიალში „ქორი და მტრედი“ გოგონა ლიზეტის როლი. ამას, შემდეგ მოჰყვა „ცხოვრების რიტმი“, სადაც საფრონჩიკმა ყველას კარგად დაანახა, რომ ის ჩინებული, პროფესიონალი მოცეკვავეც არის. 

ფილმოგრაფია: 
Welcome Albania - 2000 
C'era un cinese in coma - 2000 
Сторож / Metronotte - 2000 
La matassa – 2009 
La bella società - 2009 
Nine - 2009 
Coincidenze – 2010 

სერიალოგრაფია: 
Angelo il custode - 2001 
Carabinieri - 2002 
Don Matteo - 2002 
Vento di ponente - 2003 - 2004 
CentoVetrine - 2004 – 2007 
La figlia di Elisa - Ritorno a Rivombrosa - 2007 
Al di là del lago - 2009 
Il falco e la colomba - 2009 
Il ritmo della vita - 2010 
Il commissario Manara - 2011 
Il commissario Nardone - 2012 
Le tre rose di Eva - 2012 скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
все шаблоны для dle на сайте шаблоны dle 11.1 dle скачать