"ვიკინგები"-ს დაუმტკიცდა მეხუთე სეზონი

როგორც Deadline იტყობინება, ტელეარხმა History-მ დაუკვეთა პოპულარული ისტორიული დრამის - "ვიკინგები"-ს მეხუთე სეზონი, რომლის პრემიერაც შედგება 2017 წელს. მეხუთე სეზონში სერიალის ქასთს შეუერთდება ჯონათან რის-მაიერსი ცნობილი სერიალიდან "ტიუდორები". ვის როლს მოირგებს მაიერსი უცნობია. მეხუთე სეზონში იქნება 20 სერია და მისი გადაღებები დაიწყება მიმდინარე წლის ზაფხულში.
 

"ვიკინგები"-ში როლი მაიერსს აბრუნებს არხ History-ზე სადაც ის თამაშობს მთავარ როლს მინი-სერიალში "ფესვები". მისი მონაწილეობით სერიალში "დაიკეტება ის სიცარიელე", რომელიც გაჩნდა მას შემდეგ, როდესაც კლაივ სტენდენმა დატოვა პროექტი მეოთხე სეზონის შემდეგ.

სათავგადასავლო საგა "ვიკინგები" შექმნილია მაიკლ ჰერსტის მიერ. სერიალი საშუალოდ აგროვებს 4,2 მილიონ მაყურებელს, რომელთაგან 2,1 მილიონი მაყურებელი არის 25-დან 54 წლის, ხოლო 1,9 მილიონი კი არის 18-დან 49 წლის.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
все шаблоны для dle на сайте шаблоны dle 11.1 dle скачать