"ფილადელფიაში ყოველთვის მზეა" გაახანგრძლივეს კიდევ ორი სეზონით

როგორც The Hollywood Reporter იტყობინება საკაბელო არხმა FX-მა გაახანგრძლივა სერიალი "ფილადელფიაში ყოველთვის მზეა" ორი სეზონით - მე-13 და მე-14 სეზონებით. ამგვარად სერიალმა დაამყარა რეკორდი და გახდა ყველაზე ხანგრძლივი კომედიური შოუ სერიალ "ოზის და ჰარიეტის თავგადასავლები"-სთან ერთად, რომელიც გადიოდა არხ ABC-ზე 1952-1966 წლებში.

კომედია "ფილადელფიაში ყოველთვის მზეა" გახანგრძლივდა მე-11 და მე-12 სეზონებით 2014 წელს. მეთერთმეტე სეზონი დასრულდა მიმდინარე წლის მარტში, ხოლო მეთორმეტეს პრემიერა შედგება 2017 წელს.

სერიალის მეთერთმეტე სეზონი არის ყველაზე რეიტინგული კომედია ამ და სხვა საკაბელო არხებზე.

"ფილადელფიაში ყოველთვის მზეა"-ში მთავარ როლებს ასრულებენ აღმასრულებელი პროდიუსერები რობ მაკელჰენი, გლენ ჰოუერტონი, ასევე ჩარლი დეი, კეიტლინ ოლსონიდა დენი დევიტო.

FX-ის კომედიური სერიალების სიაში შედიან ისეთი სერიალები როგორებიცაა "კაცი ეძებს ქალს", "შენ ყველაზე ცუდი ხარ" და "სიმპსონები".

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
все шаблоны для dle на сайте шаблоны dle 11.1 dle скачать