"ცბიერი მოახლეები" სამუშაოს უბრუნდებიან

არხ Lifetime-ის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა პოპულარული კომედიური დრამის - "ცბიერი მოახლეები"-ს მეოთხე სეზონის პრემიერის თარიღი. ლათინოამერიკელი ლამაზმანები კვლავ გაიგებენ ბევერლი-ჰილზის ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ოჯახების ბნელ ამბებს 6 ივნისს.

სამი სეზონის განმავლობაში "ცბიერი მოახლეები" წარმატებით იპყრობენ მაყურებლების გულებს მთელი მსოფლიოდან და ის არის არხ Lifetime-ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელე-შოუ. ახალი 10-სერიანი სეზონი ფანებს ჰპირდება საინტერესო სიუჟეტურ მოვლენებს მოახლეების და მათი დამსაქმებლების საიდუმლო ცხოვრებიდან.

სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ სერიალის ფანებს უკვე სეზონის დასაწყისში. სეზონის პირველ სერიაში მონაწილეობა მიიღო "ცბიერი მოახლეები"-ს პროდიუსერმა ევა ლონგორიამ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
все шаблоны для dle на сайте шаблоны dle 11.1 dle скачать