ემილია კლარკი მონაწილეობას არ მიიღებს შემდეგ "ტერმინატორი"-ში

ემილია კლარკი მონაწილეობას არ მიიღებს შემდეგ

ემილია კლარკი აღარ დაუბრუნდება სარა კონორის როლს "ტერმინატორი"-ს გაგრძელებაში, თუკი ეს საერთოდ მოხდება ოდესმე. როგორც Comingsoon-ი იტყობინება ამის შესახებ განცხადება გააკეთა თვითონ მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

"არა, არ ვიცი მე ამის თქმა შემიძლია თუ არა, მაგრამ კარგით. არა! მე წინ ბევრი სხვა საინტერესო როლი მაქვს". მსახიობს არ დაუზუსტებია მიიღო თუ არა მან შეთავაზება, რომ ითამაშოს კაცობრიობის გადამრჩენელის როლი კიდევ ერთხელ. აღსანიშნავია, რომ სტუდია Paramount-მა 2016 წლის დასაწყისში უარი თქვა "ტერმინატორის" ფრენჩაიზის განვითარებაზე, მაგრამ ოფიციალური კომენტარი ამის შესახებ თვითონ სტუდიას არ გაუკეთებია.

ფილმის მეხუთე ნაწილი სახელწოდებით "ტერმინატორი 5: გენეზისი" გამოვიდა 2015 წელს. მისი რეჟისორი იყო ალან ტეილორი, ხოლო მთავარი როლები შეასრულეს არნოლდ შვარცნეგერმა, ჯეისონ კლარკმა, ემილია კლარკმა, ჯეი კორტნიმ, მეთ სმიტმადა სხვებმა. სურათის წარმოებითი ბიუჯეტი შეადგენს 155 მილიონ დოლარს, ხოლო შემოსავლებმა კი შეადგინეს 440 მილიონი დოლარი.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
все шаблоны для dle на сайте шаблоны dle 11.1 dle скачать